რაჭული ბიო ღვინის აღმოჩენა
აღმოაჩინეთ მდგრადი მეღვინეობის მომავალი, პატარიძის რაჭულის დახმარებით. როგორც გამორჩეული ღვინის ბრენდი, ბიო-სერტიფიცირებას დიდი სიამაყითა და პატივისცემით ვუდგებით. სერთიფიკატა 2024 წელს მივიღებთ. მდგრადობის სტანდარტებით შექმნილი რაჭული ღვინო გასაოცარი გამოცდილების საწინდარია. რაჭის თვალწარმტაც რეგიონში მდებარე ღვინის ქარხანა, უნიკალური ვაზის ჯიშებს იყენებს. სუფთა ჰაერი, მინერალებით გაჟღენთილი ნიადაგი და გრილი მთის კლიმატი, ორი ვაზის მოყვანისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის- მუჯურეთული და ალექსანდროული. ეს ყურძნის ჯიშები მხოლოდ ამ მიკროზონაში ხარობენ რის შედეგადაც განსაკუთრბეულ მახასიათებლებს იძენენ. ეს გარემოება იდეალურია ბიო-ღვინის შესაქმნისათვის. პატარიძის რაჭულში მივყვებით ორგანულ და მდგრად სოფლის მეურნეობას, წარმოების პროცესს კი სინთეტიკური ქიმიური ნივთიერებების, პესტიციდებისა და სასუქის გამოყენების მინიმალიზირებით წავმართავთ. ჩვენ ვაპრიორიტეტიზირებთ მიწის კეთილდღეობას, რადგანაც მხოლოდ ასეა შესაძლებელი ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი ვაზის მოყვანა. ჩვენი გადასვლა ბიო-სერტიფიცირებაზე ასახავს ჩვენს მიზანმიმართულ ჩართულობას ისეთი ღვინის წარმოებაში, რომელიც არათუ მხოლოდ უმაღლესი ხარისხისაა, არამედ ეკომეგობრულიცაა. პატარიძის რაჭულის ბიო -ღვინის სამომავლო წარმოება ჩვენს ისტორიაში ახალი ეპოქაა. თითოეული ყლუპით, ჩაერთვებით გრძნონბათა თავგადასავალში, რომელიც რაჭის უნიკალურ მიწას აღმოგაჩენინებთ. მუჯურეთული ვაზი ცნობილია მისი მდიდარი ფერით და ძლიერი მახასიათებლებით, შეიცავს მუქი კენკრისა და სუნელების მდიდარ არომატს. ალექსანდროულის ვაზი, მისი მჟავიანობასა და სიტკბოს შორის დელიკატური ბალანსით, გთავაზობთ წითელი ხილის ნოტებსა და ყვავილოვან ქვეტონებს. ერთად, ისინი შეუდარებელ ჰარმონიულ ნაზავს ქმნიან. გიწვევთ გამოგვყვეთ ბიო სეტიფიცირების საინტერესო პროცესში. თვალი ადევნეთ 2024 წლის ბიო სერტიფიცირებული ღვინოების წარმოებას და გახდით პირველნი მათ შორის ვინც გასინჯავს მდგრადი მეღვინეობის მომავალს. პატარიძის რაჭულის ბიო ღვინო ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ ხარისხს, ასევე ასახავს ჩვენს პატივისცემას ბუნებისადმი და მონდომებას, რომ შეუდარებელი ხარისხის ღვინოების წარმოება გავაგრძელოთ. ეზიარე პატარიძის რაჭულის ბიო ღვინის უნიკალურობას. ჩვენი ერთგულება მდგრადობისადმი ყოველ ეტაპზე, ვენახიდან - თქვენს ჭიქამდეა გამოხატული. შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ მუჯურეთულისა და ალექსანდროულის გასაოცარი რაჭული გემოები. გამოსცადეთ ბიო ღვინო და გახდით ბუნებასა და მეღვინეობას შორის დამყარებული ჰარმონიის თანამოზიარე